ხორვატიის მოქალაქეები ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას უვიზოდ შეძლებენ. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკელმა საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ხორვატიის უზარმაზარი პროგრესის დადასტურებაა.
"დღეს ხორვატია ვიზების გაუქმების პროგრამაში გასაწევრიანებლად წარვადგინე. ეს ნაბიჯი, რომელიც უვიზო მიმოსვლას უკავშირდება, აღიარებს ხორვატიის უზარმაზარ პროგრესს პროგრამის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ ველოდებით ამერიკასა ხორვატიას შორის ურთიერთობების გაღრმავებას" - დაწერა სახელმწიფო მდივანმა.
ფოტო: facebook