ჩემი თხოვნაა, დაუბრუნდეთ თქვენს საქმიანობას, პროტესტის გამოხატვის უფლება გაქვთ, თქვენ ეს განახორციელეთ, მაგრამ მივცეთ საშუალება, რომ სხდომა გაგრძელდეს შესაბამისი წესით - ასე პარლამენტის თავმჯომარე, კახა კუჭავამ მედიის წარმომადგენლებს მიმართა.
მისი თქმით, 5 ივლისის ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისჯება და ამაზე სახელმწიფო მკაცრ რეაგირებას გამოიჩენს.
"ჩემი თხოვნა იქნება, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ახორციელოთ ისე, როგორც მანამდე ხდებოდა. დარდაზში არ მოხდეს დესტრუქციის და ჩაშლის საშუალება, თქვენი ქმედებებით, რომელიც სცდება ჟურნალისტურ საქმიანობას.ჩემი თხოვნაა, დაუბრუნდეთ თქვენს საქმიანობას, პროტესტის გამოხატვის უფლება გაქვთ, თქვენ ეს განახორციელეთ, მაგრამ მივცეთ საშუალება, სხდომა გაგრძელდეს შესაბამისი წესით" - განაცხადა კუჭავამ.
ცნობისთვის, ჟურნალისტებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ბანერი, წარწერით "დაისაჯონ მოძალადეები" გადმოკიდეს, სწორედ ამავე მიზეზით, 18 ივლისს შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა ჩაიშალა
ფოტო: facebook