როცა ქელეხი ტარდება, მიდით და დააჯარიმეთ. ასე გამოეხმაურა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი პაატა იმნაძის განცხადებას, რომელმაც დღეს თქვა, რომ ,,საქართველოში ქორწილები და ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება“.
,,როცა ქელეხი და ქორწილი ტარდება, მიდით და დააჯარიმეთ. ფაქტის კონსტატირება კი არ არის საჭირო, საჭიროა რეაგირება. როცა ვიცით, რომ არის ქორწილები - ნუ გადაახდევინებთ. იხდიან? მიდით და დააჯარიმეთ. ერთხელ დააჯარიმებთ, ორჯერ დააჯარიმებთ, ისინი აღარ გააკეთებენ ამას.
თუ ვიცი, რომ იქ წესი ირღვევა, ეს ნიშნავს, რომ მე და თქვენ ცოტა ზერელედ შევხედავთ მერე იმიტომ, რომ იციან, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ. შენ სახელმწიფო რომ ხარ, გააკონტროლე, დასაჯე. უნდა დასაჯო იმიტომ, რომ ახლა ჩვენ გვაქვს ომი ვირუსთან“ _ აღნიშნა ზაზა წერეთელმა.
მისი ვარაუდით, საქართველოში დაინფოცირების შემთხვევები კიდევ გაიზრდება.
სამწუხაროდ შემთხვევების კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში ასეთი ფაქტია, ყველა ქვეყანაში, სადაც DELTA შტამი დაიწყო, შემთხვევების რაოდენობამ მატება რეკორდულად დაიწყო.