საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ოქბიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათზე დაიკეტება. აღნიშნული რეგულაცია ხვალიდან, 25 აგვისტოდან შევა ძალაში. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ამის პარალელურად კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი გაგრძელდება.
,,25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 23:00 საათისა დასაშვები იქნება 22:00 საათამდე. პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი“ _ აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.