საპარლამენტო უმცირესობის წევრი, თამარ კორძაია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყანას ისეთი პრემიერი ჰყავს, რომელმაც არ იცის თუ რას ნიშნავს ადამიანთა უფლების დარღვევა.
"არ გაქვთ უფლება ილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში თქვენ გაქვთ უნარი - დაამყაროთ წესრიგი. პარლამენტში პრემიერმა თქვა, რომ კონსტიტუციით ყველა დაცულიაო. ეს კონსტიტუცია დღეს მან თავზე გადაგვახია. მან არ იცის რას ნიშნავს კონსტიტუცია. მან არ იცის რა არის ადამიანის უფლებების დარღვევა და დღეს ის დგას და ახალისებს ამ ძალადობას, იმიტომ, რომ ეშინია, რომ ხვალ საპატრიარქო მის წინააღმდეგ გამოვა. სამწუხაროა, ბატონო ირაკლი, მეტი ძალა და უნარი არ გაქვთ. სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ასეთი პრემიერმინისტრი" - განაცხადა თამარ კორძაიამ.
ფოტო: facebook