თამარ კორძაიას დეპუტატის მანდატის შეწყვეტა აღარ სურს - პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა და მისი გაუქმება მოითხოვა. მან სასამართლოს შუამდგომლობით დღეს მიმართა.
„19 აპრილს უკვე შედგა შეთანხმება, რომლითაც ყველა ჩვენგანმა პოლიტიკური ნება გამოხატა. ნება შეიცვალა არ შესვლასთან დაკავშირებით, ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი, რის გამოც მე ამ ეტაპზე, სარჩელზე ვამბობ უარს და ვთხოვთ, რომ შეწყვიტონ წარმოება. გარემოებები მაიძულებს, რომ არ ვიყო დესტრუქციული, არ ვიყო არაკონსტრუქციული, ჩემს კოლეგებთან მიმართებით და ვფიქრობ, ის პასუხისმგებლობა, რაც ავიღეთ ხელმოწერით, მავალდებულებს, რომ ვიმუშაო პარლამენტში“ - აღნიშნა თამარ კორძაიამ.
მთავარი ფოტო: tvalsazrisi.ge