სიბნელემ, უტვინობამ და უსამართლობამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. ასე ეხმაურება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ENKA-ს მხრიდან საქართველოსთან ხელშეკრულების შეწყვეტას.
,,გილოცავთ
სიბნელემ, უტვინობამ და უსამართლობამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა რადგან ივანიშვილს არ სურს ხმების და, შესაბამისად, ძალაუფლების დაკარგვა
ეს არ არის მხოლოდ დაკარგული 800 მლნ დოლარი
აქ ფულს აღარავინ ჩადებს სანამ ეს ხელისუფლებაა
ეს ხელისუფლება არის გარანტირებული სიღარიბის რეცეპტი" _ წერს ზურა ჯაფარიძე Facebook-ზე.
კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს, ნამოხვანში $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად კომპანია მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევას ასახელებს.