გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ბოლო 6 წლის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია.
მისივე თქმით, ის ფიქრობს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას" ამომრჩევლის მობილიზებაში დაეხმარება.
"კარგი იქნებოდა რომელიმე სოციოლოგიურ კვლევას გაეზომა და ეთქვა, სააკაშვილი რომ ჩამოვა, რა გავლენა ექნება. როგორც მე ვხედავ, არავის გაუზომავს. მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლების მობილიზებას მოახდენს, თუნდაც, მის განცხადებას, რომ საქართველოში ჩამოვა მამობილიზებელი ეფექტი ექნება "ნაციონალურ მოძრაობის" ელექტორატში. ამავე დროს ისტორიული გამოცდილება რასაც აჩვენებს, არის ის, რომ წინა წლების განმავლობაში ივანიშვილი კარგად ახერხებდა სააკაშვილის ხატის გამოყენებას" - ამბობს ჯაფარიძე.
ფოტო: facebook