მარნეულის 89-ე უბანზე მყოფმა რეგისტრატორმა არ იცის, რეგისტრატორი იყო თუ დამკვირვებელი - ამის შესახებ მან თავად განაცხადა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისია მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრებისა და მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებებს ისმენს.
ერთ-ერთი რეგისტრატორის თქმით, მან არ იცოდა, რომ საარჩევნო ოქმზე ხელი უნდა მოეწერა, სწორედ ამიტომ არ არის მისი ხელმოწერა ოქმზე. მან ისიც არ იცის, რეგისტრატორი იყო თუ დამკვირვებელი, ამბობს, რომ უბრალოდ დაუძახეს და მივიდა.
„მე პირველად ვიყავი და არ ვიცოდი, თუ ხელი უნდა მომეწერა. შეიძლება კომისიის თავმჯდომარემ მითხრა, რომ ოქმზე ხელი უნდა მომეწერა, მაგრამ მე ვერ გავიგე“ - ამბობს ის.
საბოლოოდ, კომისიამ ახსნა-განმარტებების მოსმენა შეწყვიტა, რადგან მათი განმარტებით, აღნიშნული რეგისტრატორის მოსმენას აზრი არ აქვს, რადგან საარჩევნო ოქმთან დაკავშირებით მას არაფრის თქმა არ შეუძლია.
მთავარი ფოტო: ajaratv.ge