,,საიას“ დემოკრატიული პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახუშტი მენაბდემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში ევროსაბჭოს მიერ საქართველოში განხორციელებულ მედიაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სენატორები კი ეხმარებიან საქართველოს, მაგრამ თავად ქართულ მხარეებს არ სურთ, რომ საკუთარ თავს დაეხმარონ და ამიტომ მათ არაფერი გამოუვათ.
,, იმედი მაქვს, რომ მედიაციის მეორე ფაზას უფრო მეტი შედეგი ექნება, ვიდრე პირველ ფაზას ჰქონდა, როდესაც საერთაშორისო მასშტაბით უხერხულ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი. ვფიქრობ, რომ რესურსი არსებობს - როგორც ჩანს, ევროკავშირმა მედიაციის პირველი ფაზის დროს დაინახა ის შესაძლებლობა, რომ პოზიციები დაახლოვდეს. ამ წუთებში აშშ-ის სენატში იხილავენ საქართველოს საკითხს და იქაც საუბრობენ იმაზე, რომ მხარეებმა როგორღაც უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. სენატორებმა თქვეს, რომ ჩვენ კი ვეხმარებითო საქართველოს, მაგრამ თუ ამ ადამიანებს არ სურთ, რომ საკუთარ თავს დაეხმარონ, ჩვენ არაფერი არ გამოგვივა. თუ ჩვენ არ გამოვედით იმ პოლიტიკური ჭაობიდან, რომელშიც ვიმყოფებით, ჩვენ ვერ შევძლებთ იმ პერსპექტივების გამოყენებას, რომელიც გვაქვს ევროინტეგრაციის კუთხით“ _ განაცხადა მენაბდემ.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში შუამავლობის გასაგრძელებლად კვირის ბოლოსდაბრუნდება.
ფოტო: https://conlaw.iliauni.edu.ge/