სოფელ ნამოხვანში კომპანია „ენკას“ ბაზაზე სპეცრაზმი შეიყვანეს - ადგილზე პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმების მანქანებია მობილიზებული.
რიონის ხეობაში უწყვეტი აქცია დილიდან გრძელდება, ხეობის მცველები „ენკას“ ბაზაზე იმყოფებიან. მათი მიზანია, რომ კომპანიის კუთვნილი არც ერთი მანქანა ტერიტორიაზე არ შევიდეს.
სულ ცოტა ხნის წინ კი სამართალდამცველებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გუმათში რკინის ღობის მიღმა არც ჟურნალისტები შეუშვან.
მთავარი ფოტო: ge.news-front.info