საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და საფლავებზე გასვლის შესახებ დაწესებულ აკრძალვებსა და მედიაში გავრცელებულ იფორმაციას ეხმაურება.
განცხადების მიხედვით, სასულიერო პირებს უკვე დაუბრკოლებლად შეუძლიათ საფლავებზე მისვლა და მასთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარებულია.
"დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, პოლიციამ სასულიერო პირებს სასაფლაოებზე შესვლისა და საფლავების კურთხევის ნება არ მისცა.
როგორც ირკვევა, აღნიშნული გაუგებრობა კომუნიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული.
ამჟამად პრობლემა მოგვარებულია და სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა" - აღნიშნულია განცხადებაში.
ფოტო: regnfo