დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ კოვიდპასპორტზე სამუშაოების 90% დასრულებულია.
„გუშინწინ გვქონდა ამ პასპორტის პირველი დატესტვა დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მომავალ კვირას მას სამინისტროს წარვუდგენთ და შემდგომ უკვე საკოორდინაციო საბჭოზე წარვადგენთ მისი მოქმედების პრინციპს და თუ როგორ მუშაობს ეს კოვიდპასპორტი. რამდენიმე ინფორმაცია იქნება დატანილი, პირველ რიგში აცრის სტატუსი, თუ ადამიანს ჩატარებული აქვს PCR ტესტი და ასევე შესაძლოა, მესამეც დაემატოს - გადატანილი აქვს თუ არა კოვიდი. QR-კოდის მეშვეობით შეიძლება ამ ინფორმაციის იდენტიფიცირება. შემიძლია გითხრათ, რომ სამუშაოების სადღაც 90% უკვე დასრულებულია“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მთავარი ფოტო: mes.gov.ge