საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა, რის გამოც ადგილზე გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული გულისხმობს რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ფოტო: pirveiradio