უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში 58-ე არმიის ნაწილები გადაისროლა. ეს სწორედ ის სამხედრო ნაწილებია, რომლებიც 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომშიც მონაწილეობდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ისინი ე.წ "წვრთნებში" მიიღებენ მონაწილეობას. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 19 აპრილიდან ოქტომბრამდე რუსეთი ხურავს შავი ზღვის აკვატორიის ნაწილს სხვა ქვეყნების სამხედრო და სამთავრობო გემებისთვის და ამ გადაწყვეტილებას დაგეგმილი სამხედრო წვრთნებით ხსნის.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს ფაქტი უკვე შეაფასა ქვეყნის სუვერენული უფლებების დარღვევად.
„58-ე კომბინირებულმა შეიარაღებულმა არმიამ 2008 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომში სამხრეთ ოსეთში. 2014 წელს კი ამ არმიის ნაწილები აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობდნენ“ - წერს უკრაინული მედია.
ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი, კი ამბობს, რომ უკრაინის არმია მზად არის საბრძოლველად.
მთავარი ფოტო: euromaidanpress.com