რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას მისი ტერიტორიის 20% -ის ოკუპაციით. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიიდან 13 წელი გავიდა. რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას მისი ტერიტორიის 20% -ის ოკუპაციით. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები“ _ აღნიშნულია განცხადებაში.

2008 წელს ცხინვალის რეგიონში ქართულ ჯარებსა და ოს სეპარატისტებს შორის ომი დაიწყო. 7 აგვისტოს საქართველომ ცხინვალის ასაღებად სამხედრო ოკუპაცია დაიწყო. მომდევნო დღეს რუსეთმა საპასუხოდ ცხინვალში საკუთარი ჯარი და მძიმე ტექნიკა შეიყვანა, პარალელურად დაიწყო სხვა რეგიონების დაბომბვაც. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა იყო. 9 აგვისტოს რუსი და აფხაზი ძალები კოდორის ხეობას თავს დაესხნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. 12 აგვისტოს მხარეებმა საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.