,,გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე 2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლისთავზე სოციალურ ქსელში წერს.
,,13 წლის წინ, ამ დღეს, ურდო შემოჯლიგინდა ტანკებით და გადაგვთელა, სადამდეც გაუსწორდა.
ეგეთი უსუსურობის განცდა და სასოწარკვეთა მანამდე მხოლოდ 9 აპრილის შემდეგ მქონდა განცდილი.
ახლა იგივე ურდოს ანასხლეტები უკვე ჯვრებით და შავებში რუსთაველზე დაჯლიგინებენ და ჟურნალისტებს წიხლავენ, ქუჩებსა და მეტროში ცემენ ფერად ახალგაზრდებს, და, რაც მთავარია, ხელისუფლებიდან ებლატავებიან ჩვენს მეგობრებს თავისუფალ სამყაროში და საუკეთესო პუტინისტურ ტრადიციებში იქით ასწავლიან, რა არის დემოკრატია
არაფერი და არავინ უნდა დავივიწყოთ 2008 წლის ომთან მიმართებაში.
მაგრამ, თუ რამე უნდა გვახსოვდეს დღეს, ესაა - ოქტომბერში ურდო არის გასაჯ......ელი“ _ წერს ზურაბ ჯაფარიძე.
2008 წელს ცხინვალის რეგიონში ქართულ ჯარებსა და ოს სეპარატისტებს შორის ომი დაიწყო. 7 აგვისტოს საქართველომ ცხინვალის ასაღებად სამხედრო ოკუპაცია დაიწყო. მომდევნო დღეს რუსეთმა საპასუხოდ ცხინვალში საკუთარი ჯარი და მძიმე ტექნიკა შეიყვანა, პარალელურად დაიწყო სხვა რეგიონების დაბომბვაც. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა იყო. 9 აგვისტოს რუსი და აფხაზი ძალები კოდორის ხეობას თავს დაესხნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. 12 აგვისტოს მხარეებმა საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.