მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც შეღავათები განისაზღვრა საჯარო სკოლების, ბაღების, პროფესიული სასწავლებლების პერსონალის, მანდატურების, ასევე სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის.
თბილისის საკრებულოს დადგენილებით, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე პროფეხიული საგანმანათლებლო და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის განისაზღვრა კალენდარული თვის განმავლობაში ზემოარნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით, ჯამში არაუმეტეს 200 მგზავრობისა.
თბილისის საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის კი, რომლებსაც ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტო“, კალენდარული თვის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით ჯამში განისაზღვროს არა უმეტეს 100 მგზავრობისა.