საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში დღეიდან ერთთვიანი აკრძალვის შემდეგ, მუნიციალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეგულაციები, რომლებიც მოქალაქეებმა ტრანსპორტში უნდა დაიცვან, მკაცრად იქნება გაკონტროლებული. მისი განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მგზავრი პირბადის გარეშე იქნება.
„არცერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება. ამის ბევრი
მაგალითიც გვქონდა. ძალიან დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად არ იკეთებდნენ პირბადეს, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეეზღუდათ. ავტობუსები, რაც ჰყავს დედაქალაქს, ყველა გაშვებულია ხაზზე და ემსახურება თბილისს“ _ განაცხადა კახა კალაძემ.