გორში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა არ შეწყვეტილა - ინფორმაციას ამის შესახებ qartli.ge ავრცელებს.
დილიდან, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
გორის ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების ჩამონათვალში, გორი არ შედის.
ისინი მიიჩნევენ, რომ მათ სისტემაში მგზავრთა გადაადგილება არაა ისე გადატვირთული, რომ ეპიდემიის გავრცელებას შეუწყოს ხელი.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
მთავარი ფოტო: qartli.ge