სამხრეთ კორეაში ძლიერი ქარიშხალის, ,,ჰინნამნორის“ შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ისინი მიწისქვეშა ავტოსადგომზე იმ მიზნით ჩავიდნენ, რომ მანქანები ავტოსადგომიდან გაეყვანათ, თუმცა წყლის ნაკადმა მათ იქიდან გასვლის საშუალება აღარ მისცა.
ეკიპაჟის თქმით, მათ გადაარჩინეს ორი ადამიანი, რომლებიც ჭერის მილებს მოეჭიდნენდა ამ მდგომარეობაში 12 საათზე მეტი ხანს გაძლეს. ცხრავე ადამიანი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრები იყო. გადარჩენილები 30 წლამდე ქალი და 50 წლის მამაკაცი არიან, მათო მდგომარეობა სტაბილურია.
სამხრეთ კორეაში, ისევე როგორც აღმოსავლეთ აზიის ბევრ სხვა ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ექსტრემალური წვიმები და რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.