ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში მეწყერსა და წყალდიდობის შედეგად 100-მდე ადამიანი გარდაიცვალა, 35-ს კი ისევ ეძებენ. დანგრეულია სახლები და დაზიანებულია ავტომობილები, ასობით ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუხდა. ისინი თავშესაფარში გადაიყვანეს.
მაშველები ადგილზე მუშაობას და ტერიტორიის ტალახისგან გასუფთავებას ცდილობენ, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.