3 მარტიდან 1 აპრილამდე სამხრეთ კორეის დედაქალაქში ქართული ღვინის ექსპოზიცია - „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ იმართება.
გამოფენაზე წარმოადგენენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატების ფოტო ნიმუშებს, ფოტო არქივს. ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობის ნიმუშებს, მარნის, ქვევრისა და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველ ნამუშევრებს.
2020 წელს საქართველოდან სამხრეთ კორეაში ღვინის ექსპორტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 353%-ით გაიზარდა.
მთავარი ფოტო: https://ge.cloudvod.imedi.ge/new/imedinews/G/2103/96/10/12/uTkMRrhbPESVXJ5MMO7OIg/gamofena.jpg
წყარო: georgianwine.gov.ge