თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო მისი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზადაა პასუხი აგოს. ამის შესახებ მან დედქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
,,მე არ მაქვს არანაირი უფლება შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველ პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ. რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით პასუხი ვაგო კანონის წინაშე. ჩემთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი რასაც უმცირესი შვების მოატანა შეუძლია. მე იმედი მაქვს, რომ სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები“ _ განაცხადა კახა კალაძემ.
დღევანდელი მთავრობის სხდომა კალაძემ ვაკის პარკის ტრაგედიის დაღუპული 13 წლის მარიტას ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.