რუსეთის დაახლოებით 4,5 ათასმა მოქალაქემ შესაძლოა დაკარგოს ქონება ესტონეთში ქვეყანაში შესვლის აკრძალვისა და ევროკავშირის საბანკო სანქციების გამო, - ამის შესახებ ესტონური სამაუწყებლო კომპანია ERR ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
„თუ უძრავი ქონების მფლობელს, რომელიც არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, აქვს ვალები ესტონეთში სანქციების გამო, ეს შეიძლება საბოლოოდ ნიშნავდეს უძრავი ქონების დაკარგვას“ _ აღნიშნა ვეიკო კომუსაარმა, ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიცე-კანცლერმა.
გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ქონების მესაკუთრეთა უმრავლესობას, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, აქვთ ბინადრობის ნებართვა ესტონეთში, მაგრამ მათგან დაახლოებით 4,5 ათასს ესაჭიროება ვიზა ქვეყანაში შესასვლელად. მათი ქონება სავიზო აკრძალვის გამო შესაძლოა დაიბლოკოს, განმარტავს ERR.