უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების დანაკარგის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე 45 850 რუსი ჯარისკაცია მოკლული.
უკრაინის გენშტაბის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების დანაკარგი 25 აგვისტოს მდგომარეობით ასეთია:
ჯარისკაცი - 45 850;
ტანკი - 1 929;
ჯავშანტექნიკა - 4 245;
საარტილერიო სისტემა - 1 037;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 148;
სარაკეტო სისტემა - 272;
თვითმფრინავები - 234;
ვერტმფრენი - 202;
სამხედრო ტექნიკა და საწვავის რეზერვუარი - 3 160;
უპილოტო საფრენი აპარატი - 828;
გემი და საბრძოლო კატერი - 15;
სპეციალური აღჭურვილობა - 99;
საკრუიზო რაკეტები - 196.