უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების დანაკარგის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 2დღემდე 39 700 რუსი ჯარისკაცია მოკლული.
უკრაინის გენშტაბის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების დანაკარგი 25 ივლისის მდგომარეობით ასეთია:
ჯარისკაცი - 39 700;
ტანკი - 1 730;
ჯავშანტექნიკა - 3 950;
საარტილერიო სისტემა - 876;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 116;
სარაკეტო სისტემა - 257;
თვითმფრინავები - 222;
ვერტმფრენი - 188;
სამხედრო ტექნიკა და საწვავის რეზერვუარი - 2 832;
უპილოტო საფრენი აპარატი - 719;
გემი და საბრძოლო კატერი - 15;
სპეციალური აღჭურვილობა - 73;
საკრუიზო რაკეტები - 174.