რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციის გავრცელება აიკრძალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინტერნეტ სივრცეში გარდაცვლილ სამხედრო პერსონალთა სიები გამოჩნდა. შედეგად, რამდენიმე რუსული ონლაინ გაზეთი იძულებული გახდა ასეთი სახის ინფორმაცია წაეშალა. ონლაინ გამოცემებმა 74.RU, NGS24.RU, NGS55.RU, 93.RU, 63.RU, NGS.RU და E1.RU 6 ივნისს გაავრცელეს განცხადებები, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, მათ გარდაცვლილთა სიის წაშლა მოუწიათ.
სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ „ომის ან სპეცოპერაციის დროს სამხედრო დანაკარგების რაოდენობის გამოვლენა მშვიდობიან პერიოდში“ შეიძლება სამხედრო საიდუმლოების გამჟღავნებად ჩაითვალოს, რაც შესაძლოა დანაშაული იყოს.
რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო ოფიციალური კომენტარი 25 მარტს გააკეთა, როდესაც მათ განაცხადეს, რომ უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ 1,351 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა.