უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების დანაკარგის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 25 მაისამდე 29 450 რუსი ჯარისკაცია მოკლული.
უკრაინის გენშტაბის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების დანაკარგი 25 მაისის მდგომარეობით ასეთია:
ჯარისკაცი - 29 450;
ტანკი - 1 305;
ჯავშანტექნიკა - 3 213;
საარტილერიო სისტემა - 606;
სარაკეტო სისტემა - 201;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 93;
თვითმფრინავები - 206;
ვერტმფრენი - 170;
სამხედრო ტექნიკა და საწვავის რეზერვუარი - 2 217;
უპილოტო საფრენი აპარატი - 491;
გემი და საბრძოლო კატერი - 13;
სპეციალური აღჭურვილობა - 44;
საკრუიზო რაკეტები - 112.