საუდის არაბეთის დიპლომატი მოჰამად ალ-ქაჰტანი ეგვიპტეში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გარდაიცვალა
გარდაცვალების მიზეზები არ სახელდება. ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისას დიპლომატი მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა. დასახმარებლად მისულმა ექიმებმა კი განაცხადეს, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო.
ზოგიერთი მედია წერს, რომ დიპლომატის ბოლო სიტყვები იყო „სადაც არ უნდა იყო, სიკვდილი დაგასწრებს“. სხვები – „არავითარი თანამდებობა არ არის ღირებული, ღირებულია მხოლოდ სუფთა გულით შეხვდე უფალს“.