საუდის არაბეთში, დედაქალაქ რიადთან ახლოს 2023 წელს ახალი „ამერიკული მთების“ მშენებლობა დასრულდება. ატრაქციონი, რომელსაც „შავარდენის გაფრენა“ ერქმევა, აქამდე არსებული ატრაქციონების რეკორდებს მოხსნის სიჩქარეში, სიმაღლესა და ბილიკის სიგრძეში. ატრაქციონი 20 მგზავრს სამი წუთის მანძილზე დაახლოებით 4 კილომეტრის სიგრძის ბილიკზე 250-ზე მეტი კმ/სთ სიჩქარით ატარებს, რაც ნამდვილად უპრეცედენტოა. 160 მეტრის სიმაღლიდან კი შეგიძლიათ პანორამული ხედებით დატკბეთ.
მთავარი ფოტო: https://dynaimage.cdn.cnn.com/cnn/q_auto,w_1100,c_fill,g_auto,h_619,ar_16:9/http%3A%2F%2Fcdn.cnn.com%2Fcnnnext%2Fdam%2Fassets%2F210203124646-01-six-flags-qiddiya.jpg
წყარო: edition.cnn.com