უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის ომში რუსეთის დამარცხებამ შესაძლოა მსოფლიოში მიმდინარე სხვა კონფლიქტებსაც ბოლო მოუღოს. მისივე თქმით, მხოლოდ მაშინ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, თუ რუსეთი უკრაინასთან დამარცხდება.
„რუსეთის ფედერაციამ უნდა წააგოს, მხოლოდ მაშინ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, მშვიდი ცხოვრება, ნაცისტური და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ნაკლებად კრიმინალური ქმედებები, რომლებიც დაფინანსებულია ევროპაში რუსეთის მიერ. გარდა ამისა, სხვა კონფლიქტები, როგორიცაა კონფლიქტი სირიაში, შეიძლება დასრულდეს“ _ განაცხადა პოდოლიაკმა.