საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ,,ნაცმოძრაობამ“, ,,ლელომ“, ,,სტრატეგია აღმაშენებელმა“ და ხათუნა სამნიძემ სამუსაო ჯგუფში ცართვაზე უარი განაცხადეს.
მისივე განცხადებით, ეს იქნება პირველი საორგანიზაციო შეხვედრა, შემდეგ კი პროცესში სამიქალაქო სექტორი ჩაერთვება.
,,ანტიკორუფციულ და საარჩევნო საკითხებზე ვხვდებით. ეს პირველი საორგანიზაციო შეხვედრა იქნება. ამ პროცესში შემდეგ სამოქალაქო სექტორი ჩაერთვება. „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ პროცესში არ ერთვებიან. ჩემდა სამწუხაროდ, ხათუნა სამნიძემაც განაცხადა უარი ამ ჯგუფში მოსვლაზე. ვიცით, რომ ის არის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე, სადაც გიორგი ვაშაძე შედის და ის მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. როგორც ჩანს, პოლიტიკურ ჯგუფს მასთან საუბარი ჰქონდათ და ჩახსნეს სამუშაო ჯგუფიდან. ძალიან ცუდია, როცა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ეს სამეული ცდილობს, გავლენა მოახდინოს პარლამენტის წევრზე, რომელზეც აქვს თავისუფალი მანდატი. როგორც ჩანს, მას სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ არ მონაწილეობს“ _ განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.