პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არსებობენ ისეთი დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში სხდომებს არ ესწრებიან და ზოგი მათგანი სიტყვითაც არ გამოსულა. მას მაგალითად ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ვარშალომიძე მოჰყავს.
,,არსებობენ ისეთი დეპუტატები, რომლებიც სიტყვითაც არ გამოსულან... თუკი სტატისტიკა აინტერესებთ, ერთ სტატისტიკაზე შემიძლია ვისაუბრო, მაგალითად, ბატონი ლევან ვარშალომიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არათუ სიტყვით არ გამოსულა პარლამენტში, ის ერთხელაც არ დასწრებია პარლამენტის და კომიტეტების სხდომებს, საერთოდ, ორი წლის განმავლობაში პარლამენტის შენობაშიც კი არ არის ნამყოფი, 56 000 ლარი მხოლოდ ხელფასად აქვს მიღებული ამ პერიოდის განმავლობაში“ _ განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.