,,გირჩი - მეტი თავისუფლებას“ წევრი ცოტნე კობერიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და მას აბსურდულს უწოდებს. როგორც იგი აღნიშნავს, არასერიოზულია კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ ქვეყანამ ჯერ სტატუსი მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაწევს ,,ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერს.
,,ასეთი რამ პირველად ვნახე, ვინც დავალებები მისცა ქვეყანას, იქეთ ვაჭრობა დაუწყეს, ნისიით შეგვიშვითო, ასე ესაუბრებოდა, ჯერ მიგვიღეთ და მერე შევასრულებთო. ნისია სხვისია, ურბანული გამონათქვამია და ამხელა კაცმა როგორ არ იცის, რომ ამხელა ინსტიტუტს ასე რომ ესაუბრები, აზრი არ აქვს. ჯერ ერთი, არც ესაუბრებოდა იმათ, გადმოუგდო საკუთარ ამომრჩეველ ის სფიჩი, არ მგონია ვინმეს სერიოზულად მოესმინა რაც იქ ხდებოდა. როგორ შეიძლება ეს თქვა, რომ ზუსტად გესმის, რომ პოლარიზაციის ნაწილი ის არის, მათ შორის, არსებული სისტემა რაც არის და ამაზე ამბობ, რომ ამას შეცვლი მხოლოდ მას შემდეგ, რაც წინასწარ ჩაგვითვლით, რომ პოლარიზაცია არ არის. ასეთი აბსურდი მე პირველად მოვისმინე“ _ აცხადებს კობერიძე.