ცოტა ხნის წინ, ,,გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა სუს-თან პერფორმანსი "ასე დაიფშვნება სუსი" გამართეს.როგორც პარტიაში აცხადებენ, მათ ამ პერფორმანსით, დაგროვილი ბრაზის გამოხატვა სცადეს. ამ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება სამართალდამცველებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის, დააკავეს პარტიის წევრები და მაჟორიტარობის კანდიდატები ნიკა მოსიაშვილი და ბორის ჩელე ყურუა. აღნიშნულ ფაქტზე საუბრისას თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი, ცოტნე კობერიძე აცხადებს, რომ იგი იმიტომ არ დააკავეს, რომ ბავშვი ეგონათ.
,,შკოდა დაბურული შუშებით არის მათი სიმბოლო, იქიდან ,,გვებლატავებიან და დიდი გული აქვთ ხოლმე. მათი შენობის წინ რომ ვამტვრევდით, გულზემოხვდათ და არ ესიამოვნათ.
ფეხზე მექაჩებოდა ჩამოდიო, გავხედე რატომ, ჩვენი მანქანაა და ზედ მინდა ყოფნა-მეთქი. ჩემდამი აგრესიას არ გამოხატავდნენ, როგორც მერე გავიგე, სამართალდამცველებს ბავშვი ვეგონე, რამდენჯერმე ასაკსაც ჩამეკითხნენ. ამ ქაჩვის დროს, გამომესარჩლნენ ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა, რომლებიც დააკავეს" _ ამბობს ცოტნე კობერიძე.
ცნობისთვის, პარტიის წევრების განცხადებით, მანქანა, რომელიც პერფორმანსის დროს დაამტვრიეს, ზურაბ ჯაფარიძეს ეკუთვნოდა.
