გია ვოლსკი ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოძრაობა ,,სირცხვილიას“ Facebook-გვერდი რუსეთიდან იმართება:
,,ზუსტად ვიცი, რომ მაქარაშვილი იყო პუტინის უახლოესი მეგობრის, მინდია გულუას პრეს-მდივანი. „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი ოჯახის წევრები რუსეთის მოქალაქეები არიან. არც ის დავივიწყოთ, რომ საკმაოდ სოლიდური თანხები ერიცხება ერთ-ერთი ლიდერის ოჯახს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არც ის გამიკვირდება, რომ ეს ინფორმაცია ზუსტი იყოს“.