გერმანელების დიდი ნაწილი თვლის, რომ გერმანიის კანცლერს შეუძლია მეტი გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად. გამოცემა Spiegel-ი ასახელებს მიზეზს, თუ რატომ ყოყმანობს ოლაფ შოლცის მთავრობა და რატომ არ აძლევს გერმანია უკრაინას მძიმე იარაღს. Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს გამოწვეულია ბერლინის ნაწილობრივი უნდობლობით ოფიციალური კიევის მიმართ და შიშობს, რომ ტანკები შეიძლება გამოიყენონ რუსეთზე თავდასხმისთვის.
გამოცემა იუწყება, რომ გერმანიის მთავრობას თავდაპირველად არ სჯეროდა, რომ უკრაინას ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის შანსი და დაეხმარა საჭირო მინიმუმით, როგორიცაა ჩაფხუტი. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შემდგომი ნაბიჯები გადადგა ზეწოლის ქვეშ. თვეების განმავლობაში იყო ნარატივი, რომ შოლცი ამჯობინებდა, საერთოდ არ მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის, თუმცა, მას დათმობაზე წასვლა მოუწია.
,,უკრაინა შეიძლება გახდეს ზედმეტად თავდაჯერებული", - ამბობენ ჟურნალისტებთან ხელისუფლების წარმომადგენლები და გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინელმა სამხედროებმა შეიძლება გადაკვეთონ საზღვარი და გერმანული ტანკებით რუსეთზე შეტევა დაიწყონ, რაც, მათი თქმით, მესამე რაიხის დაცემის შემდეგ გერმანიისთვის მიუღებელია.