გერმანიის პოლიციამ ხუთშაბათს ზაარლანდში ახალშობილი ბავშვებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ორი ბულგარელი პირი დააკავა.
პოლიციის ბრალდებით, 58 წლის მამაკაცი და მისი 51 წლის მეუღლე ახალშობილებით მოვაჭრე კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. ორივე მათგანი ამჟამად პატიმრობაშია, აცხადებს პოლიცია.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა ბულგარეთიდან საბერძნეთში სულ ცოტა რვა ორსული ქალი ჩაიყვანეს.
პოლიციის განცხადებით, საბერძნეთში ბავშვების გადაცემის შემდეგ, მათ ახალშობილები დაჯგუფების სხვა წევრებს გადასცეს გასაყიდად. ამის სანაცვლოდ კი დედებს თანხას დაჰპირდნენ.
ზაარლანდის პოლიციამ სრულყოფილი საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ, წყვილი ავტომობილით მგზავრობისას აიყვანა, საიდანაც ისინი ზაარბრიუკენის სასამართლოში აღმოჩნდნენ, ხოლო ამჟამად ციხეში იმყოფებიან.
https://edition.cnn.com/2021/05/03/europe/germany-newborn-trading-arrests-intl-grm/index.html