თავდასხმები მეგობარ სახელმწიფოებზე, ელჩებზე, ევროპარლამენტისა და ამერიკის კონგრესის წევრებზე მაშინ, როცა ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ, ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას პრეზიდენტის სიტყვებით, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს არის დანაშაული და კეთდება იმისთვის, რომ ივანიშვილმა პირადი ძალაუფლება და ფინანსები შეინარჩუნოს, ეს გავიგეთ ამ განცხადებიდან. ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის’ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ,,ქართულ ოცნებას“ უმძიმესი ბრალდება წაუყენა.
,, სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო უმძიმესი ბრალდება „ქართული ოცნების“ მიმართ, სხვათა შორის, არცთუ ისე დიპლომატიური ენით. მან ფაქტობრივად, ამხილა ,,ქართული ოცნება“ იმაში, რომ არ უდგას უკრაინას გვერდით. ჯუჯა სახელმწიფო, ლუქსემბურგი უსმენს ზელენსკის პარლამენტშიო და ამ პარლამენტში ჩაუკეტეს კარები და საშუალება არ მისცეს, უკრაინის პრეზიდენტისთვის მოგვესმინა. თავდასხმები მეგობარ სახელმწიფოებზე, ელჩებზე, ევროპარლამენტისა და ამერიკის კონგრესის წევრებზე მაშინ, როცა ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ, ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას მისი სიტყვებით, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს არის დანაშაული და კეთდება იმისთვის, რომ ივანიშვილმა პირადი ძალაუფლება და ფინანსები შეინარჩუნოს, ეს გავიგეთ ამ განცხადებიდან“ _ განაცხადა რომან გოცირიძემ.