მედიის ცნობით, ლენდ ლიზის პროგრამის ფარგლებში ამერიკამ იარაღაისა და სამხედრო აღჭურვილობის უკრაინაში გაგზავნა დაიწყო და ამაში ჩართულია აშშ-ს საზღვაო ძალების თითქმის ყველა ლოჯისტიკური გემი ატლანტიკაში.
დასავლელი მკვლევარების ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში ბოლო ორი დღის განმავლობაში დაფიქსირდა იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ლოგისტიკური გემების გაზრდილი აქტივობა.
მედია სააგენტო OSINTdefender-ი ამ ფაქტის დასადასტურებლად USNS Soderman-ის გემის ფოტოს ავრცელებს, რომელიც სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირებისთვისაა განკუთვნილი.
აღსანიშნავია, რომ ეს არის უზარმაზარი 290 მეტრიანი გემი, რომელსაც 62,9 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. გემბანის ფართობი კი, რომელიც ტვირთისთვისაა განკუთვნილი, 36 511 კვადრატული მეტრია.
