ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს მოსთხოვა უკრაინას 33 მილიარდი დოლარი გაუგზავნოს. ამის შესახებ ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, 20 მილიარდ დოლარზე მეტი ახალ სამხედრო და უსაფრთხოების დახმარებაზე, ხოლო დანარჩენი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაიხარჯება.