,,როდესაც ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ იმაში, თუ რატომ ესაუბრა რუს ბიზნესმენს, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ბაიდენის ოჯახთან და ბაიდენის ოჯახის ბიზნესპარტნიორია, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად უსუსურია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებული პიარკამპანიები და აქციები“.
აღნიშნული განცხადება ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. როგორც მან განაცხადა, რუსი ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილის კავშირზე ,,ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა, პირდაპირ ჯო ბაიდენის ოჯახთან არის დაკავშირებული.
,,საპნის ბუშტივით გასკდა კამპანია, რომლის აწევაც მათ სცადეს“ _ აღნიშნა კობახიძემ.