აღდგომის დღეებში თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსხვავებული განრიგით იმუშავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
,,აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს, რადგან ბევრი ადამიანი ესწრება წირვას და ისინი საჭიროებენ სახლში დაბრუნებას. 23 აპრილის 00:00 საათიდან 24 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს მეტრო. გარდა ამისა, 24-25 აპრილს დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსების იმოძრავებს და თბილისელებს უფასოდ მოემსახურება“ _ განაცხადა კახა კალაძემ.