ყოველდღიურად ვპოულობთ ცხედრებს ეზოებში, ქუჩებში, სამალავებში. ამის შესახებ ქალაქ ბუჩას მერმა ანატოლი ფედერიუკმა განაცხადა.
,,8 აპრილის საღამოს მონაცემებით, 320 სამოქალაქო პირია ნაპოვნი. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ყოველდღიურად ვპოულობთ ცხედრებს ეზოებში, ქუჩებში, სამალავებში. მათგან 90 პროცენტი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული და არა სარაკეტო იერიშების დროს“ _ განაცხადა ფედერიუკმა.