,,სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ,,პატრიოტთა ალისნსის“ მოსკოვში ვიზიტების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ეს იგივეა, კახეთიდან მოსახლეობის გადასახლების შემდეგ შაჰ-აბასთან კეთილმეგობრობაზე სასაუბროდ რომ ჩასულიყო ქართული დელეგაცია.
მანჯგალაძე პრორუსულ პარტიას ,,მოღალატეთა ალიანსს“ უწოდებს.
,,ბუჩას ტრაგედიის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებასთან ლაპარაკი მტერთან კოლაბორაციას ნიშნავს. ესენი ,,პატიორტთა ალიანსი“ კი არა, ,,მოღალატეთა ალიანსი“ არიან, ამის მერე ესე მოვიხსენიოთ ისინი. მათი მოსკოვში ვიზიტები იგივეა, კახეთიდან მოსახლეობის გადასახლების შემდეგ შაჰ-აბასთან კეთილმეგობრობაზე სასაუბროდ რომ ჩასულიყო ქართული დელეგაცია. ,,პატრიოტთა ალიანსი" და ,,ალტ- ინფო" და ,,კონსერვატიული მოძრაობა" არის ,,ქართული ოცნების“ რადიკალური დაჯგუფებები, რომ რასაც თავად ვერ ბედავენ დასავლეთის შიშით, ამ დაჯგუფებებმა გააკეთონ.
ცნობისთვის, ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ გუშინ მოსკოვში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მათ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს და რუსეთის მხარეს დაუდასტურეს, რომ პარტია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის ერთგულია.