,,ევროპული საქართველოს“ თავჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნება“ რუსეთის საფრთხეს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს.
,,კობახიძე არც უარყოფს იმას, რომ რუსეთის საფრთხეს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებენ. და არ ზრუნავდნენ ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის დაცვაზე. ეს არის სწორედ პრობლემა და არა ის, რომელ პოლიტიკურ ფიგურას როგორ შეაფასებს ეს პოლიტიკური ავადმყოფი კობახიძე. სამწუხაროდ, ზუსტად იგივე ტრაექტორია აქვს ივანიშვილის რეჟიმს, რაც ჰქონდა იანუკოვიჩს. რამდენად შორს შევა ეს ამბავი, ეს დამოკიდებულია ქართულ საზოგადოებაზე, რომ არ დავუშვათ იმ ზღვრამდე მივიდეს, სადამდეც იანუკოვიჩმა მიიყვანა უკრაინა“ _ განაცხადა ბოკერიამ.