მომავალზე მხოლოდ სადღეგრძელო და ნახევარსიმართლე მოვისმინეთ - აბსურდული განცხადებები. აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას გააკეთა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი ისე საუბრობდა, თითქოს სხვა პლანეტიდან იყოს.
,,მომავალზე მხოლოდ სადღეგრძელო და ნახევარსიმართლე მოვისმინეთ - აბსურდული განცხადებები. თურმე, ვაშინგტონში და ბრიუსელში არ უნდა გაიგონ, რომ ცუდად იქცევა ივანიშვილის რეჟიმი. არანაირი ნაბიჯები, რომელსაც თვითონ დგამს ამ ვითარებაში, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც დღესაც კი თავის გამოსვლებში საქართველოს ადანაშაულებს, თურმე საქართველომ არგუმენტები მისცა რუსეთს შემოჭრისთვის. ამით აღფრთოვანება მიმაჩნია საგანგაშოდ. სალომე ზურაბიშვილზე დიდი პრობლემაა, საზოგადოების ნაწილში ამ ყველაფრის უგულებელყოფა. წარსული გააზრებული რომ არ აქვს, საკუთარ პასუხისმგებლობას რომ არ იღებს, არც კონკრეტული არ არის კონკრეტულ ნაბიჯებში. პრეზიდენტია, მიმომხილველი ან ოპოზიციონერი ხომ არ არის. გადადგას ეს ნაბიჯი, თუნდაც პარტიულ, პოლიტიკურ პარტიებთან.
ერთიანობაზე რომ საუბრობს და „ქართული ოცნება“ პუტინისტურ პროპაგანდას მიერეკება, ყურს არ იბერტყავს, შემდეგ რას აკეთებს, როგორც პრეზიდენტი? რეალურად უპირისპირდება? მხოლოდ საკუთარ მომავალზე ფიქრობს“ _ განაცხადა გიგა ბოკერიამ.