დღეს ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ომი ქვეყანას ავარიდოთ. ავიცილოთ თავიდან ახალი მსხვერპლი, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, ბევრ ოპოზიციურ პარტიას სურს, რომ საქართველოში ომი დაიწყოს.
,,აფხაზეთში ვიბრძოდი, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი და ყველაზე სახიფათო მიმართულება ავირჩიე, ეს არის განაღმვა. ყოველი გასვლისას თვალებში სიკვდილს ვუყურებდი, ყოველი გასვლის წინ ამ შიშის დაძლევა მიწევდა, მაგრამ შიშს ვძლევდი, რადგან ჩემს ზურგს უკან სოხუმი იდგა და იქ ჩემი თანამებრძოლები იყვნენ. დღეს, ჩვენ უკან საქართველო დგას და პასუხისმგებლობა გადის იმაზე, რომ ომი ქვეყანას ავარიდოთ. ავიცილოთ თავიდან ახალი მსხვერპლი, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები და სახელმწიფოებრიობის ჩამოქცევა, რაც ბევრ პარტიას ასე ძალიან უნდა. თუ რამე მოხდება, ომში ისევ ის ადამიანები წავალთ, ვინც თავის დროზე ვიყავით და ბუჩქებში ისევ ისინი დაიმალებიან და გაიქცევიან, ვინც თავის დროზე გაიქცა“ _ განაცხადა სოზარ სუბარმა.