,,როცა სასჯელს მოიხდის და ბერად აღკვეცას გადაწყვეტს, შეუძლია წავიდეს მეუფე ნიკოლოზთან. ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი მიტროპოლიტ ნიკოლოზის ინიციატივას, რომელმაც მმართველ პარტიას შესთავაზა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობა მის ეპარქიაში შინაპატიმრობის სახით გააგრძელოს.
სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მისჯილი 6 წლის გატარება საპატიმროში მოუწევს.
,,მას მისჯილი აქვს 6 წელი და ამ 6 წლის მოხდა ბუნებრივია, მოუწევს საპატიმროში, როცა სასჯელს მოიხდის და ბერად აღკვეცას გადაწყვეტს, შეუძლია წავიდეს მეუფე ნიკოლოზთან ან რომელ მონასტერშიც უნდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მახსენდება სულხან-საბას ცნობილი იგავი „მოძღვარი მელი“ და რამდენად გამოდგება ეს ადამიანი მოძღვრად, ვერ გეტყვით“ _ აღნიშნა სუბარმა.